პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი წერილის გამოქვეყნებიდან 4 საათში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა. წერილში ის წერდა, რომ რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ შეკრებას "პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა".
წერილში, რომელიც დღეს, 6 ოქტომბერს Facebook-ზე დაპოსტა, ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ვერსიებს განიხილავს.